საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისები დაინიშნა. კერძოდ:

  • 30 აპრილი — თბილისი-მადრიდი-თბილისი;
  • 2 მაისი — თბილისი-პრაღა-თბილისი.

ამ დღეებში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დაგეგმილია სხვა ფრენები:

  • 14 აპრილი — თბილისი-ამესტერდამი-თბილისი;
  • 16 აპრილი — თბილისი-პარიზი-თბილისი;
  • 18 აპრილი — თბილისი-თელ-ავივი-თბილისი;
  • 21 აპრილი — თბილისი-რომი თბილისი;
  • 24 აპრილი — თბილისი-ბარსელონა-თბილისი;
  • 27 აპრილს — თბილისი ვარშავა თბილისი.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ საელჩოებსა და საკონსულოებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

მინისტრის თქმით, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც ჰქონდათ ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს. ასევე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, რომლებსაც შეუწყდათ დაფინანსება; პირებს, ვინც დარჩნენ თავშესაფრისა და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე და პირებს, რომლებიც მანქანით აპირებდნენ დაბრუნებას და საზღვრების დაკეტვის გამო ვერ შეძლეს.

საქართველოში დასაბრუნებელ ავიარეისებს სახელმწიფოს კურირებით Georgian Airways ახორციელებს. მთავრობი დადგენილებით, ბილეთების ფასი 199 ევროს არ აღემატება.

ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში უკვე დაბრუნდა 5 540 მოქალაქე. საზღვარგარეთ კი საელჩოები და საკონსულოები დაეხმარენ 4 051 მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: