საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას გარდაცვლილი კაცი იპოვეს. უწყების განცხადებით, ხანძარი 2-სართულიან სახლს გაუჩნდა და ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.