ქართველ სასულიერო პირს, არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სასულიერო პირმა ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში აღენიშნება.

"10 დღის წინ დამეწყო სიცხე მქონდა, სახსრების ტკივილი, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. როცა გავიზომე უკვე სიცხე მქონდა 37 და რაღაც, 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეს, როდესაც ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა. მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს, ოღონდ იოლ ფორმებში", — ამბობს არქიმანდრიტი პიროსი.

არქიმანდრიტი აღნიშნავს, რომ ესპანეთში ეკლესიამ გააკეთა განცხადება და სასულიერო პირებსაც გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათ ტაძრებში მსახურების ჩატარების უფლება აღარ ჰქონდათ. როგორც ის ამბობს, ამის შემდეგ მღვდლები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ ლოცვას.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4872 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 453.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: