24 თებერვალს ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის მოხმარება და კულტივირება ლეგალური გახდა.

კანონპროექტი პარლამენტში 10 თებერვალს წარადგინეს. ექიმები მიიჩნევენ, რომ კანაფი პაციენტებს ქრონიკული ტკივილისგან კურნავს.

ავსტრალიის ჯანმრთელობის მინისტრ სიუზან ლეის მოსაზრებით, ეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა:

"ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ სამედიცინო მარიხუანაზე შექმნილ სტიგმას. ამიერიდან პაციენტებს კრიმინალებად აღარ აღიქვამენ".

ქვეყანაში მარიხუანის პირადი მიზნებისთვის მოყვანა და მოხმარება ჯერ კიდევ ისჯება.