დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ ლონდონის საავადმყოფო დატოვა. როგორც BBC წერს პრემიერი სრულად არ განკურნებულა ვირუსისგან და კლინიკის დატოვების მიუხედავად, სამუშაოს ჯერ ვერ დაუბრუნდება.

ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იყო. ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონი მკურნალობას მისივე რეზიდენციაში გააგრძელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოკვლევებისთვის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ჯონსონს ეს რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა.

ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და აგრძელებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკი რააბი ხელმძღვანელობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: