პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 24 კვირის ორსულ ქალს უკვე ორჯერადად უარყოფითი პასუხი აქვს კორონავირუსზე.

"ქალი ჯანმრთელია და გაეწერება რამდენიმე საათში. გადამოწმდა ნაყოფი და მისი მდგომარეობაც შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს".

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 252-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე 12 აპრილს განახლდა. ინფიცირებულთა შორის, გამოჯანმრთელებულია 63 ადამიანი და გარდაცვლილია 3 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: