სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ
სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს "ვნების შვიდეულის მსახურების" განრიგი გააცნო. მომავალი კვირის წირვების გეგმით ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად, საპატრიარქო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღდგომო მსახურებების ჩატარებას. ასევე, შაბათს, აღდგომის წინა ღამეს ლიტანიობა კომენდანტის საათის დროს დაიგეგმა.
არქიდიაკონს არ დაუკონკრეტებია დეტალები, ეს ყველაფერი მრევლის თანდასწრებით ჩატარდება, თუ მათ გარეშე. მისი თქმით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება: პირველშეწირული ლიტურგია, შვიდგზის ზეთისცხება, სერობის ჟამი და ცისკარი, 12 ვნების სახარება, გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.
ეს ყველაფერი დაგეგმილია დღის განმავლობაში, კომენდანტის საათამდე. განსხვავებულია შაბათის, აღდგომის წინა საღამოს განრიგი. 22 საათზე, კომენდანტის საათის დაწყებიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ, შუაღამის ჟამი იქნება, 23 საათზე კი ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მივა. 00:00 საათზე ლიტანიობა დაიწყება.
კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხოლო, 30 მარტს პრემიერმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. მოქალაქეებისთვის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.
სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გაიგეთ მეტი:
- კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს აფთიაქისა და მაღაზიის გარდა სახლიდან გასვლა ეკრძალებათ;
- საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა;
- რა შეზღუდვები იქნება კარანტინის დროს — მოკლედ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 195 ადამიანს, მათგან 46 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამინი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 370.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები