საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულის წირვას ათეულობით ადამიანი ესწრება. ისინი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგანან. დღეს, 12 აპრილს გამართულ წირვას პატრიარქი ილია მეორე და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც დაესწრნენ.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი

ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი

კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხოლო, 30 მარტს პრემიერმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. მოქალაქეებისთვის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.

განისაზღვრა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გაიგეთ მეტი:

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 195 ადამიანს, მათგან 46 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამინი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 370.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: