სპეციალური რობოტი ტუნისელ პოლიციელებს დედაქალაქში კარანიტინის წესების დაცვაში ეხმარება. რობოტი დისტანციურად იმართება და იგი ინფრაწითელი და თერმული კამერებითაა აღჭურვილი — მას ასევე განგაშის ხმოვანი სისტემაც გააჩნია.

"რას აკეთებ? მაჩვენეთ თქვენი პირადობის მოწმობა. არ იცით რომ კარანტინია?", — ასე მიმართავს რობოტი კარანტინის დამრღვევებს.

ფოტო: Getty Images

ტუნისში კომენდატის საათი 17, მკაცრი კარანტინი კი 22 მარტს გამოცხადდა. ჩრდილოეთ აფრიკაში კორონავირუსის 455 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 კი ფატალურად დასრულდა.

ფოტო: Getty Images

რობოტი პირველად 2015 წელს Enova Robotics-ის მიერ, პატრულირებისთვის შეიქმნა. მისი ფასი 100 000-დან 140 000 დოლარამდე მერყეობს და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კომპანიები მას ძირითადად უსაფრთხოების მიზნით იძენენ.

ფოტო: Getty Images

ახლო მომავალში კი, შესაძლოა, კიდევ ერთი რობოტი გაეშვას, რომელიც ტუნისის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.