სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპირებენ. სომხეთში კორონავირუსის 977 შემთხვევაა დაფიქსირებული, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პაშინიანის თქმით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი უნდა გახანგრძლივდეს, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ფეისბუქლაივის დროს საუბრისას პაშინიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, თუმცა ტაქსების მომსახურება დასაშვები იქნება.

როგორც პაშინიანი ამბობს, ორშაბათიდან დასაშვები იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობა, მეთევზეობა, ფინანსური მომსახურება და ა.შ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ უნდა შეიზღუდოს სამომავლო ღონისძიებები, რომელიც გენოციდის ხსოვნის დღეს, ყარაბაღის ომსა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეხება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: