აშშ პირველი ქვეყანაა, სადაც ერთ დღეში კორონავირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში უკვე ნახევარი მილიონი დადასტურებული შემთხვევაა და 18 693 გარდაცვლილი ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 2 108 ადამიანი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ COVID-19-ის შედეგად ამერიკაში 100 ათასამდე ადამიანი გარდაიცვლებოდა, თუმცა ახლა ამბობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს.

მისივე თქმით, მას რაც შეიძლება მალე სურს ეკონომიკის აღდგენის დაწყება, თუმცა სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, მოქმედებას არ აპირებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: