რუსეთის პროკურატურის განცხადებით, სოციალურ მედიაში იმ "ყალბ ინფორმაციას" დაბლოკავენ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოსკოვის მიერ მიღებული ზომების კრიტიკას ეხება.

Reuters-ის ინფორმაციით, მოქალაქეების თვალთვალისთვის მოსკოვში უკვე შეიმუშავეს სპეციალური აპლიკაცია. გარდა ამისა, გადაადგილებისთვის QR კოდის სისტემის გამოყენებას გეგმავენ.

რუსეთის პროკურატურაში მაგალითად მოჰყავთ, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც კაცი მთავრობას "ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის" შექმნაში ადანაშაულებს და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.

რუსეთი კორონავირუსის 12 ათას შემთხვევას ადასტურებს. მათი თქმით, ვირუსის შედეგად 94 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: