მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას გლობალურად 100 376 ადამიანი ემსხვერპლა.

ამდროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 1 650 210 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 368 669 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: