ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 980 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის ლეტალური შემთხვევების ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიას სულ 8 958 ადამიანი ემსხვერპლა.

ამდროისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 370 ადამიანი.