მაიამის ზოოპარკში პატარა ჯიქები დაიბადნენ. ორი მომნუსხველი ბოკვერი ნისლა ლეოპარდის იშვიათი სახეობის წარმომადგენლები არიან — ეს ცხოველები გადაშენების მაღალი საფრთხის წინაშე დგანან, ამიტომ მაიამის ზოოპარკმა მსოფლიოს ეს ამბავი ორმაგი სიხარულით ამცნო.

ესეც სერაისა და რაჯასის მშვენიერი შვილები. დედა ლეოპარდისთვის ეს მეორე წარმატებული მშობიარობაა.

ფოტო: Ron Magill

შეუძლებელია ამ პატარას სურათებმა, ვეება თვალებმა და ციცქნა ენამ ცოტა ხნით მაინც არ დაგავიწყოს პანდემია და სხვა არასასიამოვნო ამბები.

ფოტო: Ron Magill

ნისლა ლეოპარდებს ეს სახელი მათი განსაკუთრებული გარეგნობის გამო ჰქვიათ. ცხოველების სხეული ღრუბლისებური ლაქებითაა დაფარული.

ფოტო: Ron Magill

პანდემიის გამო, მაიამის ზოოპარკი სტუმრებისთვის დაკეტილია, დაწესებულება კი ცხოველების დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

ფოტო: Ron Magill