პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათ ქართული წარმოების პირბადეები უკვე გამოიყენეს და სხვებსაც ურჩევს იგივეს. ამის შესახებ რატიანმა დღეს, 10 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"NCDC-მ გასცა რეკომენდაცია და გირჩევთ, გამოიყენოთ", — თქვა ლევან რატიანმა.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. პირბადეების ხარისხი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.