ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 605 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დაღუპულთა რიცხვის 4%-იანი ზრდაა, წინა დღეს იგივე მაჩვენებელზე 4,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 15 843-ია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 85 511, ეს ციფრი 468-ით გაიზარდა, რაც 11 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიუხედავად რაოდენობის შემცირებისა ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა ხუთშაბათს 26 აპრილამდე გაახანგრძლივა.

"ჩვენ მივაღწიეთ პიკს და ახლა დეესკალაცია იწყება. არ უნდა დავუშვათ უკან გადადგმული ნაბიჯი",— თქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: