დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა, რომ აჭარაში კლასტერის სიდიდე და რისკები ყოველ წამს შეიცვალოს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში გამკაცრებულია კონტროლი და მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

"დღესდღეობით მიმდინარეობს მოკვლევა. მდგომარეობა კონტროლის მხრივ იქ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება განახლდეს ინფორმაცია და შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები", — განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 54.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: