პატიმრებს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია დაუფინანსებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წითელი ჯვრის დონაციის შემდეგ პატიმრები ჯამში 30-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.

"16 მარტს ჩვენ 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ პატიმრებს, მაგრამ გუშინ ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც 1 კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება. ჩვენს პატიმრებს ექნებათ 30 უფასო წუთი იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ და სხვა გამოსავალი ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე არც გვქონდა", — განაცხადა წულუკიანმა.