დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სატვირთო მანქანის მძღოლები, რომლებიც სომხეთიდან დადასტურებული კორონავირუსით გადმოიყვანეს თავს კარგად გრძნობენ. ექიმის თქმით, ვარაუდობენ, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.

"მათი მდგომარეობა არ არის მძიმე უკვე დაავადების დაახლოებით მეცხრე და მეათე დღეა. თუ ათი დღის განმავლობაში არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტიც ასეთ სიტუაციაშია", — თქვა მარიან ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ დროისათვის 7 მძიმე პაციენტია, მათგან ერთი განსაკუთრებით მძიმე. მეორე განსაკუთრებით მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ის მძიმე პაციენტად რჩება. კლინიკაში მოთავსებულია 1 არასრულწლოვანიც, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52, გარდაცვლილი კი 3 ადამიანია. კარანტინის რეჟიმში 4 829 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: