პრეზიდენტი ვერ დაარღვევს წესსა და კანონს — ზურაბიშვილი აღდგომას ეკლესიაში არ წავა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს სააღდგომო წირვას არ დაესწრება. მისი თქმით, პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. ამ თემაზე პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.
"ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი, ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. თუმცა, საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც სამი კაცის შეკრების გარდა, შესაძლოა, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზი გახდეს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სფერო და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის პიკს სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ველოდებით, რაც რელიგიურ დღესასწაულებს ემთხვევა.
სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.
მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
- გახარიას თქმით, სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზორით მიადევნებს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს
- ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან — სააღდგომო ლიტურგიაზე ჯანდაცვის მინისტრიც არ მიდის
- სააღდგომო ლიტურგიას ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახი ვერ დავესწრებით — სოფლის მეურნეობის მინისტრი
- ტელევიზიით მივადევნებთ თვალ-ყურს — სააღდგომო ლიტურგიაზე ეკონომიკის მინისტრიც არ მიდის
- ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 50 პაციენტი გამოჯანმრთელებული, 3 კი გარდაცვლილი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები