მედპერსონალი, სასულიერო პირები — ვის და რომელი ტესტით შემოწმებას ითვალისწინებს ახალი ალგორითმი
ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა Covid-19-ის ტესტირების ალგორიმთი შეიმუშავეს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ და როგორ დაიტესტება. ტესტირება ჩაუტარდებათ: მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს სპეფიციური სიმპტომებით, უსიმპტომო პირებს მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში (მედპერსონალი), ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებსა და ორგანიზებულ ჯგუფებს.
მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირები არიან:
- თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირები, რომლებიც არიან ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ კლინიკური სიმპტომები;
- პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან;
- სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან.
ალგორითმის მიხედვით, ამ ჯგუფში უსიპტომო კონტაქტების და მოგზაურების კვლევა შესაძლებელია სწრაფი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად უარყოფითი შედეგისა აუცილებელია იზოლაციის პირობების დაცვა და განმეორებითი ტესტირება ფანჯრის პერიოდის გასვლის შემდეგ. პაციენტებში PCR კვლევის განმეორებითი უარყოფითი შედეგის შემთხვევაში რეკომენდირებულია ანტისხეულებზე ტესტირება.
უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში/მედპერსონალი
ალგორითმის მიხედვით, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე. აქვე წერია, რომ ანტიგენისა და PCR ტესტი მათ არ სჭირდებათ.
თუ ტესტის შედეგი დადებითია, ინფორმაცია ეგზავნება NCDC-ს, პირი გადადის იზოლაციაში და იწყება კონტაქტების ეპიდემიური კვლევა. მაგრამ თუ ტესტის პასუხზე მხოლოდ IgG (იმუნოგლობულინი G) ანუ გვიანი მარკერი არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ დაავადება უკვე გადატანილია, შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სწრაფი ტესტირება 2 კვირაში განმეორებით ტარდება.
პოსტიპალიზირებულ ან ამბულატორიულ პაციენტების ჯგუფი
ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც Covid-19-ისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აქვთ. კერძოდ:
- ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს;
-
პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით;
-
ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.
ამ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში, "შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში PCR მეთოდით", სხვა შემთხვევაში კი სწრაფი მარტივი მეთოდით, ოღონდ "ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით". საჭიროების შემთხვევაში ანალიზი იგზავნება ლაბორატორიებში PCR კვლევისთვის.
თუ შედეგი დადებითია, ინფიცირებულს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი და იწყება კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა. უარყოფითი პასუხისას კი ტარდება განმეორებითი ტესტირება ანტისხეულზე.
ორგანიზებული ჯგუფები
ალგორითმის მიხედვით, ამ ქვეჯგუფში შედიან:
- პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
- ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში მყოფები;
- თავდაცვის ძალები;
- სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფები;
- საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.
ამ ჯგუფში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.
თუ ტესტის შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, იღებენ დამატებით ცხვირ-ხახის ნაცხს ანტიგენისა და PCR კვლევისთვის. უარყოფითი პასუხისას კი განმეორებითი ტესტირება სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება.
კითხვაზე, რატომ მოხვდნენ სასულიერო პირები რისკ ჯგუფებში და ხომ არ უკავშირდება ეს საეკლესიო დღესასწაულების მოახლოებას, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პასუხობს:
"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახლა შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ".
რა ტესტები გვაქვს ქვეყანაში — ძლიერი და სუსტი მხარეები
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ქვეყანაში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული 15-წუთიანი სწრაფი ტესტები გვაქვს. აქვე განმარტებულია, რომ ანტისხეულების ტესტებში ცრუ დადებითი შედეგის მაჩვენებელი დაბალია, ანტიგენის ტესტებში კი "თითქმის არ არის". რაც შეეხება ფანჯრის პერიოდს, რომელიც ამ ტესტებით ვირუსის გამოვლენის საშუალებას იძლევა, ანტისხეულების ტესტებში გაწერილია 3-7 დღე კლინიკური მანიფესტაციიდან, ანუ სიმპტომების გამოვლენიდან. ანტიგენის შემთხვევაში კი ეს პერიოდი არის "მოკლე", თუმცა დაკონკრეტებული არ არის რამდენი.
აქვე გაწერილია ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების დადებითი მხარეები. მათ შორისაა ის, რომ მგრძნობელობა და სპეფიციურობა დაახლოებით 80-90 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და მათი წარმადობა მაღალია, რაც მასიური სკრინინგისთვის მოსახერხებელია.
"ტესტირების ღირებულება პჯრ (PCR) კვლევასთან შედარებით ბევრად დაბალია და დამატებითი ხარჯებიც მცირეა" — წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება სუსტ მხარეებს, აქვე აღნიშნულია, რომ ანტისხეულის ტესტებს აქვს ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:
- ხანგრძლივი ფანჯრის პერიოდი — იმუნოგლობულინი M ჩნდება კლინიკური მანიფესტაციიდან 3-5 დღის შემდეგ, ხოლო იმუნოგლობულინი G-ს აღმოჩენა მოგვიანებით 10-14 დღე;
- ტესტირების დაავადების ადრეულ / ან გვიან ეტაპზე ჩატარება;
ადამიანის დაბალი იმუნური სტატუსი; - ცრუ დადებითი შედეგი, რაც მსგავსი კორონავირუსების ჯგუფთან ჯვარედინი რეაქციის გამო შეიძლება იყოს (ჯერ არ არის კარგად შესწავლილი);
- დიდ ნაწილს ესაჭიროება შემდგომი დადასტურება.
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების დადებით მხარეებად დასახელებულია მაღალი წარმადობა და ცრუ დადებითი შედეგის "თითქმის არ არსებობა". ასევე, მარტივად გამოყენება და სიჩქარე. უარყოფითი მხარე კი ერთია: ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების დაავადების ადრეულ / ან გვიან ეტაპზე ჩატარება.
გაიგეთ მეტი:
- რამდენი ტესტია ქვეყანაში და რამდენს ელოდებიან — მინისტრის განმარტება
- სწრაფი ტესტები — რატომ ვერაფერი გავიგეთ და რა ხდება
ინფიცირების თავიდან ასარიდებლად წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები