პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პიკს აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში ელიან, თუმცა ყველა პროგნოზი პირობითია.

"ეს ისეთი გამოწვევაა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითო. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არაა", — განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 559 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: