იმის ნაცვლად, რომ ონტარიოში მცხოვრებ ოჯახს სოციალური იზოლაციის გამო მოეწყინა, ეს დრო შემოქმედებითი ბუნების გამოღვიძებას დაუთმო და მეგობრების გამხიარულება გადაწყვიტა.

მწერალი ჯოელ საზერლენდი შვილებთან და ცოლთან ერთად The Simpsons-ის საცხოვრებელ ქალაქს, სპრინგფილდს "ეწვია" და პოპულარული შოუს ინტრო ოჯახის წევრების მონაწილეობით გააცოცხლა.

"თვითიზოლაციის 23-ე დღე.

ბავშვები: მოვიწყინეთ! რა გავაკეთოთ?

ცოლი *სარდაფს ასუფთავებს*: რა ვუქნათ სიმპსონების ამ კოსტიუმებს, რომლებიც ჰელოუინზე მხოლოდ ერთხელ გვეცვა?"

ვიდეო გუშინ გამოქვეყნდა და მას ტვიტერზე უკვე 400 ათასი ნახვა აქვს. ის სერიალის ოფიციალურ ანგარიშზე გადატვიტა პროდიუსერმა ელ ჯინმა, წარწერით "100 ქულა კარანტინში გამოვლინებულ კრეატივის ხარისხში".

ნახეთ სიმპსონების ოფიციალური ინტრო და მოგვწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი.