"მესმის რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის Covid-19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდს ჩვენი ისტორიაც", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემეირ მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღეს. მანვე აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს ახალ ბრძოლაში უნდა ახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიგვიყვანა.

"31 წლის წინ, 9 აპრილს, 89 წელს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედით და ეს იმედი განხორციელლდა 1991 წლის 9 აპრილს, როცა ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული ევროპული სახელმწიფო.

31 წლის წინ 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირსპირეს.

სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის უფროსი კი 70 წლის. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ.

გაიგეთ მეტი: