აშშ-ს საელჩო საქართველოში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

"ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

9 აპრილს, 1989 წელს საბჭოთა არმიამ 10 000-იანი მიტინგი დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებებს, ტანკებსა და სასანგრე ნიჩბებს, რომელსაც რუსული ჯარი იყენებდა 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. გარდაცვლილებს შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის იყო.