ამერიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 1 922 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს ერთ დღეში მომხდარი ფატალური შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ჯამში ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 432 000, ამ მხრივ ამერიკა ყველა ქვეყანაზე წინაა. გარდაცვლილთა რაოდენობა 14 817-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულია 23 906 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: