თბილისში მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი მანქანის სამივე მგზავრი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.