5 ანიმაციური სერიალი, რომლის ნახვაც პატარებთან ერთად შეგიძლიათ
ახლა სწორედ იმ რამდენიმე გამორჩეულ ანიმაციურ სერიალს შემოგთავაზებთ, რომლებიც ბავშვებსაც დაეხმარება იზოლაციაში გატარებული დრო მარტივად მოკლან და ამავდროულად არც თქვენ მოიწყენთ, თუ ერთად ნახავთ ამ ჯადოსნურ ანიმაციებს.
მეტიც, შეიძლება, ამ ერთი შეხედვით საბავშვო ანიმაციების ყურებით თქვენ კიდევ უფრო იხალისოთ და თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატაროთ:
1. Avatar: The Last Airbender
ბევრს მიაჩნია, რომ ანიმაციები მხოლოდ ბავშვებისთვისაა და უფროსებს ხშირად არ ესმით, თუ "როგორ შეიძლება უყურებდეს ზრდასრული ადამიანი მულტფილმებს". ამ რიტორიკულ კითხვაზე ნებისმიერს იდეალურ პასუხს გაცემს ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი — მთავარია მისი პირველი ეპიზოდი ჩართოთ და ბოლოში ისე გახვალთ, ვერც კი გაიგებთ.
ამ ანიმაციურ სერიალს ქართველი მაყურებლების დიდი ნაწილი კარგად იცნობს, რადგან ის სხვადასხვა დროს ქართული ტელევიზიითაც გადაიცემოდა, თუმცა თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის პატარა წევრს მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერი გსმენიათ, რაც შეიძლება მალე გაამზადეთ შესაბამისი სასუსნავები და დაუვიწყარი დრო გაატარეთ აზიური კულტურით შთაგონებულ სამყაროში, სადაც ყველაზე ძვირფასი ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული და ერთგულებაა.
2. Gravity Falls
ყველამ კარგად ვიცით, რომ სახლი სულაც არ არის პატარების საყვარელი ადგილი. ახლა კი, როცა ისედაც ეზღუდებათ გარეთ გასვლა და მეგობრებთან ერთადაც ვეღარ თამაშობენ, განსაკუთრებულად რთულია, რომ თავშესაქცევი შინ იპოვონ.
ამ პრობლემის საუკეთესოდ მოგვარებაში კი Gravity Falls დაგეხმარებათ, რომლის მაყურებელიც სახლიდან გაუსვლელად წარმოუდგენლად სახალისო პერსონაჟებთან ერთად დაუვიწყარი თავგადასავლების გმირი გახდება. მეტიც, ამ სერიალის ნახვის შემდეგ თქვენც უფრო გაგიმარტივდებათ ყველა იმ ჯადოსნური მოვლენის ახსნა (და, შესაძლოა, დაჯერებაც), რომლებიც ბავშვების უსაზღვრო ფანტაზიის განუყოფელი ნაწილია.
3. Over the Garden Wall
ეს ანიმაციური სერიალი ბოლო წლებში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ვიზუალისა და მძაფრი სიუჟეტური თხრობის საუკეთესო მაგალითია: ზღაპრებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით ცოტათი საშიში (ზღაპარი ბუას გარეშე რა ზღაპარია?!) და ამავდროულად საოცრად ემოციური ისტორიაა ჩატეული დაახლოებით 12 წუთის ხანგრძლივობის 10 ეპიზოდში.
თუ ბეჭდების მბრძანებლის მოყვარულიც ხართ, გეტყვით რომ ერთ-ერთ პერსონაჟს ფროდოს როლის შემსრულებელი, ელაიჯა ვუდი ახმოვანებს: მისი გმირი ტყეში ძმასთან ერთად დაიკარგება და ათასი საშიშროებით გარემოცული სამშვიდობოს გასვლას ცდილობს.
აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ ამ მისტიკური სანახაობით ისე მოიხიბლებით, 10 ეპიზოდი არაფრით გეყოფათ და წინასწარ ვიზირებთ ამ სერიალის მალე დასრულებით მოგვრილ თქვენს სევდას.
4. Hilda
ჰილდა საოცრად მამაცი და უშიშარი გოგოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად მშობლიურ ქალაქში ყველაზე მისტიკური და იდუმალი ადგილების შესწავლას იწყებს და თანაც არაფერს უშინდება, მეტიც — ერთი შეხედვით ყველაზე საზარელ მონსტრებთან დამეგობრებასაც კი ახერხებს.
ლურჯთმიანი ჰილდა იმასთან ერთად, რომ თქვენს სახლში გატარებულ დროს დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქცევს, ამავდროულად მოზარდ მაყურებელს იმ შიშების დაძლევაშიც დაეხმარება, რომლებიც აქამდე მოსვენებას არ აძლევდა.
5. Star vs. the Forces of Evil
აქამდე არაერთი ანიმაცია გვინახავს, რომელთა მთავარი გმირიც პრინცესაა. ამ პრინცესების ამბებიც მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მათი ცხოვრების შესახებ ძირითადად სასიყვარულო ისტორიებით ვიგებთ. აი, პრინცესა სტარი კი სრულიად უნიკალური გმირია, რომელიც არა თუ პატარებს, არამედ თქვენ, სრულიად ზრდასრულ მაყურებელსაც კი აღგაფრთოვანებთ თავისი ქარიზმითა და იუმორით.
რა არის მისი საიდუმლო? არც არაფერი — კი ფლობს სუპერძალებს, თუმცა მისი უნიკალურობა ისაა, რომ სრულიად ჩვეულებრივი გოგოა: უყვარს თავგადასავლები, მეგობართან ერთად გართობა და ხიფათსაც არას დაგიდევთ. მოკლედ, ის ერთგვარი პეპი გრძელწინდას თანამედროვე ვარიანტია, რომელთან ერთადაც ერთი წამითაც კი არ მოიწყენთ.
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები