ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი 2016 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს STEM-მიმართულებებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.

2020 წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. ფონდი თხუთმეტ 2 000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ.

2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებს აბიტურიენტი, თუ:

2020 წელს ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების მიხედვით:

  • ინგლისრენოვანი კომპიუტერული ინჟინერია - 0100117;
  • ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია - 0100115;
  • ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 0100118;
  • და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 პირველკურსელს შორის.

STEM-სტიპენდიით სარგებლობის დამატებითი პირობები:

თუ აბიტურიენტი ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას (იხ.სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების სხვა პირობების შესახებ ინფორმაცია აქ) დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობების მქონე, მაგრამ 1 სასტიპენდიო ვაუჩერით.

ილიაუნის 2000-ლარიანSTEM-სტიპენდიას მიიღებს აბიტურიენტი იმ შემთხვევაშიც, თუ მიიღებდ სახელმწიფოსგან 100%-იან დაფინანსებას.