დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის და სახელმწიფო დამატებით მობილიზაციას არ გეგმავს.

ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, განიხილება თუ არა უსამსახუროდ მყოფი ექიმების გადამზადება, რა პრაქტიკასაც ბევრმა ქვეყანამ მიმართა.

"ჩემთვის ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ, ვინც არიან დარჩენილები უსამსახუროდ. აქედან გამომდინარე, მსგავსი გეგმა სამინისტროს არ აქვს", — თქვა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე მობილიზებულია მოქმედი კადრები, მათ შორის, ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები, ასევე, მიმდინარეობს ოჯახის ექიმების მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

"რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მკურნალობა საკარანტინო ზონებში ჩვენი პაციენტებისთვის იყოს უსაფრთხო და ეფექტური", — დასძინა მინისტრმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 3 გარდაიცვალა, 48 კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 375.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტს გამკაცრდა, როცა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: