დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანას 1 თვის მანძილზე 10 ათასი პაციენტის შეუფერხებლად მიღების რესურსი აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის 3 500 საწოლია მობილიზებული.

მინისტრის განმარტებით, 1 თვის განმავლობაში დღეში ასეულობით ინფიცირების შემთხვევის მიღებაა შესაძლებელი.

"კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში ჰოსპიტლებში გარკვეული რყევები არ იყოს და ყველა ექიმი და ექთანი იყოს მობილიზებული და იყოს სრულიად აღჭურვილი. პარალელურ რეჟიმში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ოჯახის ექიმების ტრენინგს ვახორციელებთ, საკარანტინო სივრცეებში დამატებით შეგვიძლია განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც სტაციონარიზაცია არ ესაჭიროებათ და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკარანტინო ზონებში მოხდება", — განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტირებული. აქედან გარდაცლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 48, კარანტინის რეჟიმში 4 682 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: