დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება და მათ პროტოკოლით გათვალისწინებული შეზღუდვები უნდა დაიცვან. ამ თემაზე ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"კვლავაც გვაქვს მოლოდინი, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნეს სუბიექტს, ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. კოვიდვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის და ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განმარტებით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ სამედიცინო სფეროზე დატვირთვა შემცირდება და მათ ჯანმრთელობას ნაკლები საფრთხე შეექმნება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულია 208 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 3, ხოლო გამოჯანმრთელებულია 48. კარანტინის რეჟიმში 4 682 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: