ეროვნული ბიბლიოთეკის "ვატოს ოთახი" თავის ფეისბუქგვერდზე საინტერესო რჩევებს აქვეყნებს ყველაზე აქტუალური თემის — ონლაინსწავლების შესახებ.

ონლაინსწავლების თავისებურებებზე საინტერესო რჩევებს, მეთოდებსა და დაკვირვებებს გვთავაზობს დიანა ანფიმიადი. "ვატოს ოთახის" ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: "მშობელი, როგორც დისტანციური სწავლების ასისტენტი", "ხმამაღალი კითხვა მშობელთან ერთად" და ა. შ.

ფოტო: ვატოს ოთახი / FB

"ონლაინსწავლება ყველასთვის დიდი გამოწვევაა და ყველა რგოლი - მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ერთ დიდ ონლაინპროექტშია ჩართული, რომლის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. "ვატოს ოთახის" რესურსები, ვფიქრობ, ამ პროცესის ყველა მონაწილეს დაეხმარება" — ამბობს დიანა ანფიმიადი.