COVID-19-ის შედეგებთან გასამკლავებლად მსოფლიოს ტვიტერის დამფუძნებელი და დირექტორი ჯეკ დორსი მილიარდი დოლარით დაეხმარება. თანხა მან Square Inc.-ის კაპიტალიდან მოიძია და შესაბამის ორგანიზაციაში უკვე გადარიცხა.

"მას შემდეგ, რაც პანდემიას მოვერევით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ საშუალო შემოსავალზე, გოგოების ჯანმრთელობასა და განათლებაზე", — დაწერა მან ტვიტერზე.

დორსის ქონება $3,9 მილიარდადაა შეფასებული. მისი განცხადებით, გამოყოფილი თანხა მისი საერთო ქონების 28%-ს შეადგენს.