გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამდროისთვის გერმანიაში ინფიცირების 107 663 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მონაცემების მიხედვით გერმანია აშშ-ს, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 2 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულია 36 ათასზე მეტი.