აშშ-ში ერთ დღეში, 7 მარტს კორონავირუსით 1 736 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 12 722-ია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საერთო ინფიცირებულთა რაოდენობა (398 000) აშშ-ში ყველაზე მეტია მსოფლიოში, გლობალურად კი ამ რიცხვმა 1,4 მილიონს გადააჭარბა.

აშშ-ში გარდაცვლილთა დიდი წილი ნიუ იორკშია. მხოლოდ სამშაბათს იქ 731 ადამიანი დაიღუპა. ამასობაში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც დაიწყო ადამიანების ინფიცირება, 11-კვირიანი კარანტინი დასრულდა.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა მოუწოდა ხალხს, დარჩენენ შინ და დაიცვან სოციალური დისტანცია. ნიუ იორკერებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ დიდი შეკრებებისაგან და აღდგომის აღნიშვნისგან.