დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზეა მოცემული.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 46 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 674 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 24 საათის განმავლობაში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 5 თბილისშია, 5 ბათუმში, 2 კი ქუთაისში.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტს ვირუსი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურდათ. ისინი 70 წელს ზემოთ პაციენტები არიან და ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენენ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: