7 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარი შეგროვდა. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ფონდში თანხა გადარიცხეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორისაა:

  • კომპანია GeoSteel — 150 ათასი ლარი;
  • CAUCASIAN METALS TERMINAL — 100 ათასი ლარი;
  • შპს ინ-სი — 35 ათასი ლარი;
  • ლასარე — 30 ათასი ლარი;
  • მაჰიმ მამედოვი — 25 ათასი ლარი;
  • ბიზნეს ჯგუფი — 25 ათასი ლარი;
  • სადაზღვევო კომპანია პრაიმი — 20 ათასი ლარი;
  • შპს კახური — 20 ათასი ლარი;
  • ფაბრიკ — 20 ათასი ლარი;
  • ჯორჯია თექნოლოჯი პარკი — 20 ათასი ლარი;
  • პოლიმერი — 20 ათასი ლარი;
  • ელემენტ კონსთრაქშენი — 20 ათასი ლარი;
  • ზაზა ჭანტურაია — 18 ათასი ლარი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი — 10 ათასი ლარი;
  • კომპანია NEW POWER — 10 ათასი ლარი;
  • ვაჟა გაფრინდაშვილი — 5 ათასი ლარი;
  • იუნითი გრუპი — 5 ათასი ლარი;
  • ახალციხის შპალ-საჟღენთი ქარხანა — 5 ათასი ლარი;
  • შპს კაია — 5 ათასი ლარი;
  • შპს პრემიუმეპ — 5 ათასი ლარი;
  • პოლიედრო — 5 ათასი ლარი;
  • ა(ა)იპ ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო — 5 ათასი ლარი;
  • შპს შალაური 2012 — 4 ათასი ლარი;
  • დავით ნარმანია — 3 ათასი ლარი;
  • თამარ გვერდწითელი — 3 ათასი ლარი;
  • ჯეო-კარ იმპორტი, — ათასი ლარი.

StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს.