დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 350-დან 400-მდე გაზრდას ელოდებიან.

მისი თქმიტ

"ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ კვირის ბოლოს [4 აპრილს] უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა და კვირა დღეს გვქონდა 185 შემთხვევა. რამდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა", — აცხადებს ის.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აპრილის თვე და მაისის პირველი ორი კვირა ქვეყნისთვის რთული იქნება და ელოდებიან, რომ ყოველკვირეულად ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

"ამიტომ, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით, სოციალური დისტანცია", — განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 195-ია. გარდაიცვალა 3 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა — 46. კარანტინის რეჟიმში 4 674 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: