იმ დედა*******ს უნდა დავურეკო დახმარებისთვის? — სოსო გოგაშვილმა ექიმ ანზორ მელიას შეურაცხყოფა მიაყენა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ექიმ, ანზორ მელიას ფეისბუქგვერდზე შეურაცხყოფა მიაყენა. ანზორ მელია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას მამაა.
"მიგზავნიან სიას, ექიმების პირად მონაცემებს, მადლობა, მაგრამ სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედა*******ს უნდა დავურეკო დახმარებისთვის? [...] არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ", — წერს ის.
ამ პოსტს ანზორ მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში უპასუხა. მისი თქმით, მსგავსი შეურაცხყოფით გოგაშვილი ვერ დაამარცხებს და ის ავადმყოფებს პარტიული ნიშნით არ ყოფს. მისივე თქმით, ეამაყება, რომ ეხმარება უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს.
"წარმოგიდგენიათ, ამ 4 დღის განმავლობაში რამდენი ზარი განხორციელდა. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი დაძაბულები იწყებენ საუბარს და ბოლოს როცა ამთავრებენ, რა ბედნიერები არიან. ემიგრანტები რომ მირეკავენ, მე ხომ არ ვეკითხები, ქალბატონო ან ბატონო, თქვენ "ნაცი" ხართ, თუ "ქოცი"? [...]
ყველამ ხელი უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ. უბედნიერესი ვარ, რომ ექიმი ვარ და ჩემს თანამოქალაქეებს ვეხმარები. თქვენ არ იცით რა ბედნეირებაა ეს", — განუცხადა მან TV პირველს.
ემიგრანტთა დასახმარებლად ქართველი ექიმების სიისა და კონტაქტების შეგროვების იდეა ექიმ გივი ხორბალაძეს გაუჩნდა. ის განმარტავს, რომ ექიმების ჯგუფი პოლიტიკური, რელიგიური და სხვა ნებისმიერი შეხედულებების მიხედვით არ შეურჩევიათ.
"აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ვინა ვართ, რა ვართ. ჩვენ ექიმები ვართ, გენაცვალე. ჩვენ პაციენტებს პარტიულ ბილეთებს არ ვუმოწმებთ", — განაცხადა მან.
50-მდე ექიმი მზად არის, უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაცია გაუწიოს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები