დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეს, 7 აპრილს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გარდაიცვალა მესამე პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაცვლილია 86 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 195-ია. კარანტინის რეჟიმში 4 708 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: