მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებისთვის 112-ში დარეკეს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა", — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.