ნინო ბასილიას ფილმი ანას ცხოვრება პალმა დე მალიორკაზე გამართულ კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ამ გრან პრის მოპოვებიდან სულ რამდენიმე საათში, ანას ცხოვრებამ კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, საფრანგეთში, Arras Film Festival-ზე, სადაც ნინო ბასილიას პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს.

ფოტო: Nino Basilia

ქართული ფილმი ასევე არგენტინის კინოფესტივალის Construir Cine მთავარი ჯილდოს Merit Award-ისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია.