საქართველოს ლატარიის კომპანიის განცხადებით, ტირაჟიანი ლოტო 6/42-ის ჯეკპოტი თითქმის 600 000 ლარია. მისი მოგება კი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, www.lotto.ge-ზეა შესაძლებელი!

ასე რომ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას, საქართველოს ეროვნული ლატარია გაძლევთ შესაძლებლობას, საზოგადოებისთვის ურთულეს პერიოდში, გამდიდრდეთ სახლიდან გაუსვლელად.

ამისთვის უნდა ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს www.lotto.ge -ს, დარეგისტრირდეთ, გაიაროთ ვერფიცირება, რის შემდეგაც შეძლებთ ლოტო 6/42-ის ბილეთების შევსება-შეძენას და 600 000 ლარის მოგების მარათონში ჩართვას.

იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახლიდან გასვლა მაინც მოგიწიათ, ლოტო 6/42-ის ბილეთების შეძენა, ასევე, შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ჯიხურებში. საგანგებო მდგომარეობის დროს გახსნილი წერტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის საინფორმაციო ცენტრს: 0322 007700;

ლოტო 6/42-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 20:50 საათზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. გათამაშების პირდაპირი ეთერი გადაიცემა კომპანიის facebook-ის გვერდზეც — facebook/lotto.ge — საქართველოს ეროვნული ლატარია.

დღეს სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თითქმის 600 000 ლარი, ზუსტად კი 593 000 ლარზე მეტი თამაშდება. ასე რომ, იჩქარეთ, შეიძინეთ ლოტო 6/42-ის ბილეთები www.lotto.ge-ზე და მოიგეთ თქვენი თამაში!

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ ჯანმრთელობასა და მოგებას!