თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი სერაფიმე ამბობს, რომ მის ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც სასულიერო პირი მაესტროსთან ყვება, ინფიცირების წყარო ოჯახია.

სასულიერო პირი ამბობს, რომ სტიქაროსნის ბაბუას შაბათს, 3 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა და მას შემდეგ ბიჭი ეკლესიაში მსახურებაზე აღარ ყოფილა. მღვდელის თქმით, ახლა ის თვითიზოლაციაშია, თუმცა მრევლს სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ პირადად შეატყობინა.

"ეს ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანი. მე მსახურებას დღეს არ ვესრწებოდი, ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღევანდელ დღესასწაულს. პირბადით, უსაფრთხოების ზომები მქონდა მიღებული, დისტანციის დაცვის მრევლს გამოვუცხადე, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა", — განაცხადა სასულიერო პირმა.

სერაფიმეს ტქმით, ტაძრის ტერიტორიაზე დეზინფექციას მუდმივად ატარებენ. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ამ ოჯახის საცხოვრებელ კორპუსში კორონავირუსის სხვა შემთხვევაც იყო დაფიქსირებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 2 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 735 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 383 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: