4 გზა სტრესის უფასოდ და სახლიდან გაუსვლელად შესამცირებლად
სტრესული გარემოსა და გაურკვევლობის დროს იშვიათი არაა პანიკისა და შფოთვის განცდა. სახალხო ჯანდაცვისა და ეკონომიკის ეროვნულ და საერთაშორისო სისტემებზე კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიურ ზეგავლენათა გათვალისწინებით კი თავის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ადამიანებს საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე ბოლოს ახსენდებათ ხოლმე, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შესაბამის რეკომენდაციათა მიყოლა ნამდვილად ღირს გარჯად.
"ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანები გარე სამყაროდან წამოსული სტიმულებით იმართებიან და ჩვენ დაგვავიწყდა, რამდენად მასაზრდოებელი შეიძლება იყოს განმარტოება", — ამბობს ელენ ბარდი, ავტორი წიგნებისა, ეს შენთვისაა: შემოქმედებითი ნუსხა უკეთესი თვითზრუნვისთვის და გონებრივი განტვირთვა და მარტოობა შეიძლება განმკურნავი იყოს. კარგი ამბავი ისაა, რომ სტრესის შეცირება და საკუთარ თავზე ზრუნვა თანხის გადაუხდელად და სახლის პირობებშიც შეგვიძლია.
ქვემოთ იმ რამდენიმე მარტივ გზაზე მოგიყვებით, რომელთა მიყოლაც ამჟამინდელი ქაოსის ფონზე სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარება.
1. მედიტაცია
სამეცნიერო ჟურნალში, The Journal of Occupational Health Psychology, 2008 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მედიტაციის მსგავს გონების ყოველდღიურ ვარჯიშს შეუძლია, გააუმჯობესოს პროდუქტიულობის ხარისხი და სამუშაოსგან მიღებული კმაყოფილების განცდა, დააბალანსოს კარიერული და პირადი ცხოვრება და შეამციროს სტრესი.
"თვითშეცნობა საშუალებას გაძლევს, აწმყო მთელი სისრულით ისე აღიქვა, რომ არ იფიქრო იმაზე, თუ რა მოხდა ან რა უნდა მომხდარიყო ან კინაღამ რა მოხდა წარსულში", — აღნიშნავს ნევროლოგი სემ ჰარისი, — "ეს არის უნარი, რისი დახმარებითაც, ადამიანები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია".
პირველ რიგში, მოსაკალათებლად მყუდრო და მშვიდი კუთხე მოძებნე და მედიტაციის ხანგრძლივობისთვის რეალისტური დრო დაინიშნე. დამწყებთათვის ეს, შესაძლოა, ხუთი წუთიც კი იყოს. ამის შემდეგ სხეულისთვის კომფორტული პოზიცია იპოვე და თავიდან ბოლომდე სუნთქვაზე კონცენტრირდი. ღრმა სუნთქვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში სტრესის შესამცირებლად.
თავდაპირველად გონება გაგეფანტება, თუმცა ჰარისი ამბობს, რომ ეს ნორმალურია. ასეთ შემთხვევაში ყურადღების ფოკუსირებისთვის შემუშავებულ სტრატეგიას მისდიე. მაგალითისთვის, შეგიძლია, 4-7-8 ტექნიკა გამოიყენო. ესაა დამამშვიდებელი ეფექტის მქონე სუნთქვა, რომლის დროსაც ოთხი წამის განმავლობაში ისუნთქავ ფილტვებში ჰაერს, შვიდი წამით სუნთქვას იკავებ და რვა წამს ამოსუნთქვას უთმობ. მიზნის მისაღწევად ეს სავარჯიშო ერთ წუთის განმავლობაში გაიმეორე.
გახსოვდეს ისიც, რომ "მედიტაციის მიზანი ფიქრის შეწყვეტა არ არის. სანაცვლოდ, ის იმას ემსახურება, რომ ფიქრები ცნობიერებაში მიმდინარე წარმავალ მოვლენებად აღვიქვათ", — ამბობს ჰარისი.
ნევროლოგი გვირჩევს, რომ მედიტაციისთვის დათმობილი დრო ყოველდღიურად გავზარდოთ, რადგან ეს მდგომარეობა ჩვენთვის ნელ-ნელა მეტად ბუნებრივი გახდება.
2. მუსიკის მოსმენა
სამეცნიერო ჟურნალში, The Journal of Positive Psychology, აღწერილი 2013 წლის კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დადებითი მუხტის მქონე მუსიკას უსმინეს, ორ კვირაში საკუთარი განწყობის გაუმჯობესება და ბედნიერების ხარისხის გაზრდა შეძლეს.
"მაშინ, როდესაც ეკონომიკური ვითარება არაერთგვაროვანი და ცვალებადია, ჩვენ მარტივი მუსიკის მოსმენისკენ გვიჩნდება მიდრეკილება", — ამბობს ანალიტიკის პროფესორი, ფილიპ მეიმინი. მისი ვარაუდით, ჩვენში ემოციებს უშალოდ ფასების აღმასვლა ან დაღმასვლა კი არ აღძრავს, არამედ სწრაფი პროცესები და გაურკვევლობა.
"ისეთ სიტუაციებში, როდესაც გონება აფორიაქებული და ემოციებით გადატვირთულია, საუკეთესო გამოსავალია თანმიმდევრული რიტმის მქონე მუსიკის მოსმენა", — ამბობს მეიმინი, — "თქვენ ისეთი მელოდიები გჭირდებათ, რომლებზეც ცეკვა ადვილია. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, TikTok-ის ყურებაა".
მეიმინი ისეთ არტისტებს უწევს რეკომენდაციას, როგორებიც არიან A-ha, Ace of Base და Billy Idol, ვინაიდან, მისი თქმით, მათი შემოქმედება არის "სტაბილური, სახალისო, არც ისე რთული და ისეთი, რომ მისი მოსმენა არა და არ გბეზრდება".
3. პოეზიის კითხვა
პოეზიის კითხვას შფოთვის შემცირება შეუძლია — ამაზე თავს დებს გამოცდილი ინვესტორი, უორენ ბაფეტი.
2017 წელს ბაფეტმა თავისი კომპანიის, Berkshire Hathaway-ს აუქციონერებისთვის განკუთვნილ წერილს რადიარდ კიპლინგის კლასიკად ქცეული ლექსი, თუ, დაურთო. ნაწარმოების მთავარი აზრი — შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერს პანიკა იპყრობს — ბაფეტის მიხედვით, ისეთ იდეას იტევს, რომლის გათვალისწინებაც არამდგრად ეკონომიკურ პერიოდთან ფსიქოლოგიურად გამკლავებაში დაგვეხმარება.
თავის წერილში ბაფეტმა აღნიშნა, რომ "შეუძლებელია, იმის დაზუსტებით თქმა, თუ რამდენად შეიძლება დაეცეს აქციების ფასი მოკლე დროში". და იქვე დასძინა: "მაშინაც კი, როდესაც თქვენ მიერ აღებული სესხი უმნიშვნელოა და თქვენს სამუშაო პოზიციას არასტაბილური ბაზრის გამო უშუალო საფრთხე არ ემუქრება, მაინც შეიძლება შეგაცბუნოთ შემაშფოთებელმა სათაურებმა და შემაშინებელმა კომენტარებმა. ამგვარ ვითარებაში ცხელ გულზე თქვენ ვერ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს". ასეთი ტიპის პოეზიას კი შეუძლია, დაგამშვიდოს და დასახული მიზნები შეგახსენოს.
4. ჩანაწერების გაკეთება
თერაპევტები ხშირად გვირჩევენ პირად დღიურში ჩანაწერების გაკეთებას და აზრების ლოგიკურად დალაგებას. "დღიურის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებისას თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ გამოიკვეთება და დალაგდება თქვენი ფიქრები", — ამბობს წყვილთა და ოჯახური თერაპიის სპეციალისტი, ედ კოემბსი.
დღის განმავლობაში გამოყავი დრო იმისათვის, რომ კომფორტულად მოკალათდე და გათავისუფლდე როგორც ციფრული მოწყობილობებისგან, ისე სხვა გასართობებისგან. შემდეგ კი აღწერე შენი დღე, ემოციები. ამასთან, ჩაინიშნე ყველა ის დადებითი მოვლენა, რომელიც შენს თავს ახლა ხდება. დღიურის წარმოება დაგეხმარება, მეტი სისავსით იცხოვრო დღევანდელი დღით, ამის შედეგად კი უკეთ გაითავისებ საკუთარ გრძნობებს.
"აწმყო მოცემულობით ცხოვრებას ანტიდოტის ეფექტი აქვს", — ამბობს ფსიქოლოგი ლიზა მარი ბობი, — "აქ და ახლა დარჩენა და თავის ისე გრძნობა, რომ უსაფრთხოდ ხარ და ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება, სიმტკიცის შენარჩუნების საუკეთესო გზაა".
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
კომენტარები