მინისტრებმა ქადაგება დაიწყეს სახლში ლოცვაზე, ჰგონიათ, რომ მრევლი მათ დაუჯერებს — კობახიძე
თეოლოგი, ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მრევლს პატრიარქისა და სასულიერო პირების გარდა არანაირი ავტორიტეტი არ ჰყავს და ის მინისტრების მოწოდებებს სახლში დარჩენასთან დაკავშირებით არ დაიჯერებეს. ამ თემაზე ყოფილმა მღვდელმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
"მინისტრებმა ქადაგება დაიწყეს, სახლში ილოცეთ, თეოლოგია ესმით? მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია იციან?! თუ ჰგონიათ, რომ მრევლი მოუსმენს ჯანდაცვის მინისტრს, რომ სახლშიც არის ღმერთი. ჯანდაცვის მინისტრი უნდა ამბობდეს ღმერთი სად არის და სად არ არის? ჩვენ ხომ ვიცით რომ მრევლს არანაირი ავტორიტეტი არ ჰყავს პატრიარქის და მამაოების გამო, მით უმეტეს ამ საკითხში, რომელიც ეკლესიისას ეხება", — ბასილ კობახიძე.
კობახიძე გამოეხმაურა მინისტრების განცხადებებს სააღდგომო ლიტურგიის ტელევიით ნახვისა და აღდგომის ღამეს სახლში დარჩენის შესახებ. მისი თქმით, გაუგებარია, რას უნდა დააკვირდეს ჯანდაცვის მინისტრის ტელეეთერში — "როგორ დაინფიცირდება ხალხი, რომელზეც პასუხისმგებლობა აკისრიათ?!"
მისი განმარტებით, ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ურჩხულივით აზის საქართველოს მრავალი ათეული წელია.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს თქვა, რომ დარწმუნებულია ღმერთი არის ყველგან და მოქალაქეებს შეუძლიათ სახლში ილოცონ. სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლასთან დაკავშირებით პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ წირვას თვალს ტელევიზორით მიადევნებდა და მოქალაქეებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან არც ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.
კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.
ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
კომენტარები