მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე, არც წმინდა სამება — ბასილ კობახიძე საპატრიარქოზე
თეოლოგი, ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე ამობს, რომ საპატრიარქოს ლოგიკა ფანატიზმია და მათი ღმერთი იესო ქრისტხე და ყოვლადწმინდა სამება არაა. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
ბასილ კობახიძის აზრით, იმის ნაცვლად, რომ ეპიდემიის დროს საპატრიარქომ ლომის წვლილი არ შეიტანოს ხალხის ინფიცირებაში და ეკლესიები ერთი თვით, თვე-ნახევრით დახუროს, ის პოზიციას არ ცვლის.
"მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა. მე ვიცი, რაზედაც ვლაპარაკობ, რადგანაც მრავალი წელი ვიყავი ამ ლოგიკაში, როგორც მრევლი და როგორც მღვდელი. ამიტომაც, არგუმენტებით საუბარი ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი გნებავთ, თეოლოგიური არგუმენტები - საპატრიარქოსთან და პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და ეპისკოპოსებთან, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ცხოვრობენ თავის სამყაროში და ყავთ თავისი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორიც მაგალითად მოლოქი, რომელსაც სჭირდება ადამიანების მსხვერპლშეწირვა და ეს არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება", — ამბობს ბასილ კობახიძე.
თეოლოგმა ბასილ კობახიძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს ვიდეო ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ის მიმართვაში ეპიდემიაზე ეკლესიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არაერთ საკითხს ეხება.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.
კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.
ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები