საფრანგეთში 24 საათში კორონავირუსისგან 833 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 98 957-ია. გამოჯანმრთელებულია 17 421, ხოლო გარდაცვლილია 8 926.

”ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ ამ ეპიდემიის აღზევების დასასრულამდე", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიერ ვერანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: